ცუდი ბიჭები BAD BOYS
გამოშვების წელი: 1995
აღწერა
ისინი – ერთმანეთის სრული წინააღმდეგობაა. მათგან ერთერთი სამაგალითო მეოჯახეა, რომელსაც არც ისე ბევრი ფული აქვს, მეორე კი მდიდარია და უცოლო. მეგობრობის გარდა მათ პოლიციაში მუშაობა აერთიანებს. მათი ახალი დავალებაა – დაიჭირონ სასტიკი ბოროტმოქმედი, რომელმაც ნარკოტიკები მოიპარა საიდუმლო საწყობიდან, ასევე გოგონა გადაარჩინონ, რომელიც შემთხვევით ამ ბოროტმოქმედის გზაზე აღმოჩნდა. მაგრამ ამისათვის მეგობრებს ადგილების გაცვლა მოუწევთ.