ჩხიკვთა ქორწილი

CHKHIKVTA QORTSILI

წელი: 1957
მას შემდეგ, რაც ზაქარას შეუყვარდება ქეთევანი და მისგან ცოლობაზე უარს მიიღებს, ის დასახმარებლად არწივს ეწვევა. არწივის რჩევით ზაქარა და მისი მეგობრები მიდიან ქეთევანის ბუდესთან და უმღერიან მას. ყოყმანის შემდეგ ქეთევანი თანხმდება ქორწინებაზე.საქორწინო სამზადისის შემდეგ ჩნდებიან მეფე-დედოფალი. ტყეში გაშლილ სუფრაზე უამრავი სტუმარია თავმოყრილი.ქორწილში ასევე ჩნდება დაუპატიჟებელი სტუმარიც – ყვავი. იგი გამოიცეკვებს პატარძალს, შემდეგ კი მას მელას გადაუგდებს. ყველა დაედევნება მათ. არწივი თავად იჭერს მელას და მდინარეში აგდებს მას. ზაქარა იბრუნებს ქეთევანს. ღამის დადგომას ისინი ერთად, წიფლის ტოტზე შემომსხდარები ხვდებიან.