ჯეიმს ბონდი: გოლდფინგერი

GOLDFINGER

გამოშვების წელი: 1964
ბონდი მაიამიში ისვენებს, როცა M -ისგან გოლდფინგერზე თვალთვალის დავალებას იღებს. ბონდი გოლდფინგერის მეგობარ გოგონას ჯილ მასტერსონს იტაცებს, მაგრამ თავდასხმის შემდეგ გონებაზე მოსული აღმოაჩენს, რომ ჯილი მკვდარია და მისი სხეული ოქროს საღებავითაა დაფარული. ლონდონში დაბრუნების შემდეგ ბონდს გამოძიების გაგრძელებას დაავალებენ, მაგრამ გააფრთხილებენ , რომ ეს დავალება მის ვენდეტად არ უნდა იქცეს. ბონდი გოლდფინგერს ვერ დაუმეგობრდება, მას თვალთვალში გამოიჭერენ და დატყვევებულს ამერიკაში წაიყვანენ. ის გოლდფინგერის გეგმის შესახებ შეიტყობს, რომელსაც კოდური სახელი “დიდი სლემი” ჰქვია, რაც ფორტ ნოუზე თავდასხმას და გოლდფინგერის ოქროს მარაგის გაზრდას გულისხმობს. შეძლებს თუ არა ბონდი გოლდფინგერის შეჩერებას? rnლეგენდარული ბონდიანის მესამე ფილმი შონ კონერის მონაწილეობით.