უიღბლონი

THE LOSERS

გამოშვების წელი: 2010
ისტორია ტყუილსა და შურისძიებაზე. აშშ–ს ელიტარული სპეცრაზმელები რომელთაც ბოლივიის ჯუნგლებში გამანადგურებელ მისიაზე გააგზავნიან. გუნდი: კლეი, ჯენსენი, როქი, პუჩი და კოგარი, მაქსის სახელით ცნობილი ძლიერი მტრის მიერ მოწყობილი სასიკვდილო ღალატის მსხვერპლი გახდებიან. როდესაც ისინი დაღუპულებად ჩაითვლებიან, მათ ახალი გეგმების დასახვაში მისტიური აიშა ეხმარებათ. ერთიანი ძალით ისინი ფარულად მაქსს უთვალთვალებენ. ამ ულმობელ კაცს კი გადაწყვეტილი აქვს მსოფლიოში ახალი მაღალტექნოლოგიური ომი წამოიწყოს.