სხვისი შვილები SKHVISI SHVILEBI

გამოშვების წელი: 1958

სხვისი შვილები SKHVISI SHVILEBI

აღწერა
 სტუდენტი ნატო ქუჩაში ორ ბავშვს გაიცნობს და დაუმეგობრდება. დაქვრივებული დათო, ბავშვების მამა, ახლახანს დაცილდა თავის შეყვარებულს, თეოს, რომელმაც ბავშვებთან საერთო ენა ვერ გამონახა.სტუდენტი ქალიშვილი გულისხმიერებას არ იშურებს და დედის მაგივრობას უწევს უდედო და-ძმას. მისი სათნო ბუნება ბავშვების მამასაც ხიბლავს და ქალიშვილს ცოლად თხოულობს, მაგრამ მამა ძველ გატაცებას თავს ვერ აღწევს და ოჯახს ტოვებს. შეურაცხყოფილი ნატო სახლიდან მიდის, მაგრამ უმწეო ბავშვები მისთვის სულერთი აღარაა. იგი სხვის შვილებს უბრუნდება.