ბნელი კოშკი

THE DARK TOWER

გამოშვების წელი: 2017
ჩვენი სამყარო ერთადერთი არ არის. მოსისხლე მტრები რონალდ დისკეინი და უოლტერ ოდიმი მუდმივი ბრძოლის რეჟიმში არიან. სასწორზე ბნელი კოშკია, რომელიც სამყაროს უკანასკნელი იმედია. მის გარეშე სამყაროში ქაოსი დაისადგურებს. სიკეთისა და ბოროტების ძალებს გადამწყვეტ ბრძოლაში მოუწევთ დაპირისპირება, რონალდ დისკეინი ერთადერთია, რომელსაც უოლტერ ოდიმის შეჩერება შეუძლია, რათა მან ბნელი კოშკი არ დააგრიოს.